შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოფიდან დედაქალაქში კულტურულ-შემეცნებითი მიზნით ჩამოიყვანა.
სოფელ ცოფის საჯარო სკოლის მე-7, მე-8, მე-9 კლასელებისთვის (12 მოსწავლე, 3 პედაგოგი) ქ. თბილისში ერთდღიანი ექსკურსია მოეწყო, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა დედაქალაქის ისტორიული უბნები დაათვალიერეს და სხვადასხვა სახის კულტურული აქტივობებით დაკავდნენ.

მოსწავლეებმა, ასევე პირადად სახელმწიფო მინისტრისგან მიიღეს ინფორმაცია სახელმწიფო მოწყობისა და სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის შესახებ