სამშვიდობო ინიციატივა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც სახელმწიფო მინისტრმა საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.
საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის ხელმძღვანელი დეტალურად გაეცნო სამშვიდობო ინიციატივით "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გათვალისწინებულ პროგრამებს.
ქეთევან ციხელაშვილმა საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის წარმომადგენლებს სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და იმ პროგრესზე ისაუბრა რომელიც უწყებას ამ მიმართულებით აქვს მიღწეული