შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს ყველა მუსლიმ მოქალაქეს ყურბან-ბაირამის დიდ დღესასწაულს ულოცავს.
"მინდა თითოეულ მუსლიმს გულით და სულით მოგილოცოთ ეს შესანიშნავი დღესასწაული და გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, სიკეთე და ბარაქა როგორც თქვენს ოჯახებში, ისე მთლიანად საქართველოში. დაე ეს დღე წარმატებისა და წინსვლის საწინდარი იყოს.
"ისლამისათვის მრავალი ლამაზი და ღირსშესანიშნავი ტრადიცია და დღესასწაულია დამახასიათებელი და ნამდვილად საამაყოა, რომ საქართველოში არაერთი განსხვავებული აღმსარებლობის მქონე ადამიანი მშვიდად თანაცხოვრობს ერთმანეთის გვერდით. ეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა, რომელსაც ზრუნვა და მოფრთხილება სჭირდება. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ამის უზრუნველსაყოფად,"- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.