ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 95-ე შეხვედრა ჩაიშალა. მასზე განსახილველი 10 საკითხი იყო, თუმცა იმის გამო, რომ ოსურმა მხარემ შეხვედრა დასრულებამდე დატოვა, საკითხების უმეტესობის განხილვა ვერ მოხერხდა.
ცხინვალის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმება მოითხოვეს, რაზეც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცალსახად დააფიქსირეს პოზიცია, რომ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საგუშაგოს მოწყობაზე პროტესტი მიუღებელია.
ამის შემდეგ, ცხინვალის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს.