შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს "როშ ჰაშანა"-ს დღესასწაულს ულოცავს.
„ჩვენს ძვირფას ებრაელ თანამოქალაქეებს ვულოცავ „როშ ჰაშანა“-ს დღესასწაულს. იგი ძალიან ლამაზი და მრავალფეროვანი ტრადიციის მქონე დღესასწაულია, რომელიც ახალი წლის დადგომას მოასწავებს. ვისურვებდი ამ დღეს მოეტანოს სიკეთე, ხვავი, ბარაქა, სიხარული თითოეული თქვენგანის ოჯახისა და სრულიად საქართველოსთვის. მოეტანოს მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენი საერთო სამშობლოსათვის.
„მეამაყება ის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხს აკავშირებს და დარწმუნებული ვარ, რომ იგი თითოეული მოქალაქისათვის ძვირფასი და საამაყოა,“- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
თორის მიხედვით უფალმა ამ დღეს ადამიანი შექმნა. ის ახალი წლის დასაწყისსა და ძველის დამთავრებას აღნიშნავს.