კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისთვის სასწავლო კურსი დასრულდა
7 ოქტომბერი 2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისთვის სასწავლო კურსი დასრულდა. კურსი რომლის დასახელებაცაა „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“ 5 დღის მანძილზე გრძელდებოდა და მოიცავდა ინტერაქტიულ ლექციებს, პრაქტიკულ დავალებებს, პრეზენტაციის მომზადებასა და წარდგენას სხვადასხვა თემაზე. მათ შორის: ახალი ბიზნესიდეის ჩამოყალიბება; ბაზრის ანალიზი და სფეროების მიხედვით დაყოფა; მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის დაგეგმვა; ბიზნეს მოდელირება; კომერციალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და ა.შ.
სასწავლო კურსი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, გაეროს ქალთა ორგნიზაციისა და სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.