შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზისპირა სოფელ კოშკაში (მერეთის თემი) საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო, დამსწრე საზოგადოებას გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგისა და მსხვერპლთათვის სახელმწიფო სერვისების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის, შინაგან საქმეთა სამინსიტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტისა და ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს თითოეულ ზემოთჩამოთვლილ თემაზე და ასევე ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომელთაც სახელმწიფო ძალადობით დაზარალებულ ადამიანებს სთავაზობს.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. მონაწილეებმა თითოეულ კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.
საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 10 აპრილს დაამტკიცა