ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

1 ნოემბერი 2019
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის მხარდაჭერა და მის ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო ღონისძიებები იყო. კერძოდ, მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის ჩართულობა როგორც ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და კეთილდღეობის, ისე გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ხელშეწყობის მიზნით.

შეხვედრის ბოლოს სახელმწიფო მინისტრმა, კარლ ჰარცელს, ევროკავშირის მხრიდან გაწეული სამუშაოსა და ძალისხმევისათვის, აგრეთვე ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვით შექმნილი რთული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გადადგმული ნაბიჯების თაობაზე მადლობა გადაუხადა. დაიგეგმა სამომავალო ნაბიჯები.