შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ლტოლვილთა დანიის საბჭოს ხელმძღვანელს მედს სორენსენსს შეხვდა.
შეხვედრის დასაწყისში სახელმწიფო მინისტრმა ლტოლვილთა დანიის საბჭოს ხელმძღვანელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო და ასევე უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრისას მხარეებმა ორგანიზაციის მიერ აფხაზეთის რეგიონში საქმიანობა და არსებული თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
ქეთევან ციხელაშვილმა მედს სორენსენსს ასევე სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.