ქეთევან ციხელაშვილმა ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენარალურ მდივანთან განიხილა

15 ნოემბერი 2019

კოპენჰაგენში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრის მთავარ თემას ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება, გადაადგილების შეზღუდვა და უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი წარმოადგენდა.

კოპენჰაგენში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრის მთავარ თემას ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება, გადაადგილების შეზღუდვა და უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი წარმოადგენდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს რობერტო მონტელას ცხინვალისა რეგიონში შექმნილი კრიზისული ვითარება დეტალურად გააცნო.

„საუბრის მთავარი თემა ცხადია იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. და ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევები. დეტალურად განვიხილეთ ცხინვალის რეგიონში შექმნილი მდგომარეობა, 2 თვეზე მეტია მიმოსვლა ჩაკეტილია, რაც ადამიანებს ფაქტობრივად კრიზისულ სიტუაციაში აგდებს პროდუქტების, მედიკამენტებისა და გადაადგილების აუცილებლობის თვალსაზრისით. ეს ეხებათ პირველ რიგში ახალგორელ ქართველებს და ასევე ოსებს, რადგან ეს შეზღუდვა მთლიანად რეგიონს აქცევს სრულ იზოლაციაში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს ცდება ჰუმანურობისა და ჰუმანიტარულ პრინციპებს. საერთაშორისო თანამეგობრობა და ცხადია ჩვენი პარტნიორებიც ეუთოში სრულიად ერთსულოვანია. ვისაუბრეთ სწორედ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზეც, რომელიც ასევე გარდა იმისა რომ უკანონოა, რაციონალიზმისა და ჰუმანიზმის პრინციპებს ცდება, როდესაც ექიმის დაკავება ხდება და ასეთი ხელოვნური მიზეზებით და ბრალდებებით. ცხადია ჩვენი მცდელობა და ძალისხმევა და ნაბიჯები მიმართულია მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ“ - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.