კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა 22 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე (ან ქართული თარგმანის თანხლებით) კონკურსისთვის სპეციალურად მომზადებული და/ან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედია სივრცეში გამოქვეყნებული ტელე/რადიო სიუჟეტი, სტატია ან ბლოგი. ერთ კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს რამოდენიმე ნამუშევარი.
წარმოდგენილი მასალა უნდა ასახავდეს შემდეგ თემატიკას:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მოქმედი ტელე-რადიომაუწყებლების, ბეჭდვითი და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებსა და ბლოგერებს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ მოწვეული სპეციალური საკონკურსო კომისია 3 გამარჯვებულ ნამუშევარს (სატელევიზიო/რადიო სიუჟეტი, ბეჭდვითი სტატია, ონლაინ გამოცემა/ბლოგი) გამოავლენს.
საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებულები 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
ნამუშევრები უნდა გამოგზავნოთ მისამართზე: press@smr.gov.ge
მოწოდებულ მასალას თან უნდა ახლდეს ავტორის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.
საკონტაქტო პირი: თამარ მათეშვილი, მობ. 598 15 65 73
გისურვებთ წარმატებებს!