შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინირებით უწყებათშორისი კომისიის სხდომა ჩატარდა, სადაც ,,სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ შუალედური შეფასების დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.
დოკუმენტში, რომელზეც დამოუკიდებელმა ექსპერტებმა იმუშავეს, სამოქმედო გეგმის შეფასება და რეკომენდაციებია წარმოდგენილი.
სხდომა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა და საქართველოს გაეროს ასოციაციის PITA-ს პროგრამის ხელმძღვანელმა ლაშა ჯუღელმა გახსნეს. მასზე ინტეგრაციის პოლიტიკა და მის ფარგლებში დაგეგმილი და გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილეს. აგრეთვე, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთათვის თანაბარი სოციალური და ეკონომიკური პირობებისა და შესაძლებლობების შექმნა; მათი მხრიდან მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა; ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება; ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის შენარჩუნება და ტოლერანტული გარემოს წახალისება.
განიხილეს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის (FCNM) ფარგლებში მრჩეველთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული მესამე დასკვნა. საუბრის თემა იყო აგრეთვე საჯარო მმართველობის რეფორმა: სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების ახალი მეთოდოლოგია და პროცედურები. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისია შექმნილია „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ ეფექტურად განხორციელების მიზნით. მასში ჩართულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყება - განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროები, ცენტრალური საარჩევნო კომისია და ა.შ. კომისიის მუშაობას კი კოორდინირებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი უწევს.