ქეთევან ციხელაშვილი ერიკ ჰოგს შეხვდა

13 დეკემბერი 2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰიგს შეხვდა, რომელიც საქართველოში საქმანობას ასრულებს.

გამოსამშიდობებელ შეხვედრაზე საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ ეტაპისათვის არსებულ სიტუაციას შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგორის რაიონში არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც ე.წ გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვის შედეგადაა გამოწვეული.

მხარეებმა უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებაც გაცვალეს ინფორმაცია. ხაზი გაესვა მისი უპირობოდ გათავისუფლების აუცილებლობას.

სახელმწიფო მინისტრმა, ერიმ ჰოგს გაწეული სამუშაოსა და ძალისხმევისათვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამიანობის მაღალი მნიშვნელობა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.