შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს ხანუქას დღესასწაული მიულოცა
იგი თბილისის დიდ სინაგოგაში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრთან, თბილისის მერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო
ხანუქას, ანუ ოქროს მენორის დღესასწაულს ებრაელები ნოემბერ-დეკებერში ზეიმობენ. იგი ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად დაწესდა და რწმენის სიმტკიცისა და ტრადიციების განახლების სიმბოლოა
დღესასწაული 8 დღის განმავლობაში გრძელდება და ყოველ დღე სასანთლეზე (მენორაზე) თითო სანთელი ინთება. ეს ამ დღესასწაულის მთავარი რიტუალია