ლია გიგაურმა საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს ხანუქას დღესასწაული მიულოცა

22 დეკემბერი 2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს ხანუქას დღესასწაული მიულოცა

იგი თბილისის დიდ სინაგოგაში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრთან, თბილისის მერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო

ხანუქას, ანუ ოქროს მენორის დღესასწაულს ებრაელები ნოემბერ-დეკებერში ზეიმობენ. იგი ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად დაწესდა და რწმენის სიმტკიცისა და ტრადიციების განახლების სიმბოლოა

დღესასწაული 8 დღის განმავლობაში გრძელდება და ყოველ დღე სასანთლეზე (მენორაზე) თითო სანთელი ინთება. ეს ამ დღესასწაულის მთავარი რიტუალია