შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ყველას, ვინც 25 დეკემბერს მაცხოვრის შობას აღნიშნავს, დღესასწაულს ულოცავს

25 დეკემბერი 2019
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ყველას, ვინც 25 დეკემბერს მაცხოვრის შობას აღნიშნავს, დღესასწაულს ულოცავს.
 
"გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას, ხვავსა და ბარაქას. ეს დღე ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს თქვენი ოჯახებისა და სრულიად საქართველოსათვის.
 
"ისტორიულად, საქართველოში, თითოეული ადამიანი საკუთარ აღმსარებლობაში თავისუფალი იყო. მათ ჰქონდათ და აქვთ რწმენის გამოხატვის თავისუფლება. ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად მიმაჩნია და მას მუდმივი ზრუნვა და მოფრთხილება სჭირდება. ამისათვის საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არც მომავალში დაიშურებს“.