შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სოხუმში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოფიციალური თბილისისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს დაცული.
„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ, რომ ნებისმიერი განვითარება იყოს მშვიდობიანი და მოსახლეობის უსაფრთხოებას არ შეექმნას არანაირი რისკები.
ამ ეტაპზე და, ზოგადად, რა თქმა უნდა, ყველა მოვლენა წარმოადგენს ჩვენი ინტერესის სფეროს. კიდევ ერთხელ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები და ის, რომ მათი უსაფრთხოება იყოს დაცული. ამიტომ, იმედს გამოვთქვამ, რომ ნებისმიერი განვითარება იქნება მხოლოდ მშვიდობიანი“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.