შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა უკრაინელ ხალხს „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა და საქართველოში უკრაინის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.
„გამოვხატე სამძიმარი უდიდესი ტრაგედიის გამო, რომელმაც შეიწირა 176 ადამიანის, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, სიცოცხლე.
რა თქმა უნდა, ასეთი უმძიმესი ტრაგედიის დროს მათ ოჯახებს, ახლობლებს, სჭირდებათ მხარდაჭერა. ვუსამძიმრებ ჩვენს მეგობრებს, უკრაინელებს, რადგან საუბარია სწორედ „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავზე, ეკიპაჟის წევრებზე, მოქალაქეებზე.
ეს არის ძალიან დიდი ადამიანური ტრაგედია. თითეული მგზავრისა და ეკიპაჟის წევრის ოჯახს ვუსამძიმრებთ და გამოვხატავთ ჩვენს თანადგომას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.