შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, პეტერ მიკისკასთან შეხვედრა გამართა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ელჩთან აპარატის საქმიანობის შესახებ ისაუბრა და ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ.
ქეთევან ციხელაშვილმა სტუმართან ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვაზე გაამახვილა ყურადღება, რაც ახალგორის რაიონისა და მთლიანად ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას მეხუთე თვეა იზოლაციაში ამყოფებს.
გარდა ამისა, სახელმწიფო მინისტრმა პეტერ მიკისკას დეტალური ინფორმაცია მიაქოდა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და მისი განხორციელების პროცესი გააცნო.
ქეთევან ციხელაშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობასა და მხარდაჭერისთვის.