ქეთევან ციხელაშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა

18 იანვარი 2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა.

მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა დიპლომატს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ კონფლიქტების მიმართულებით, საქართველოს და უკრაინას საერთო გამოწვევები აქვთ.

მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით გაწეული ძალისხევა.

შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.

სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი "უკრაინული ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 176 მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.