ქეთევან ციხელაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა.

22 იანვარი 2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. ქეთევან ციხელაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვახტანგ მახარობლიშვილთან ერთად ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ორმხრივ შეხვედრაზე, ოკუპაციასა და ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული ყველა მწვავე საკითხი განიხილეს.

"ჩვენ გვქონდა ორმხრივი შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, სადაც განვიხილეთ რა თქმა უნდა ოკუპაციასა და ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული ყველა მწვავე საკითხი. ასევე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები და ის დღის წერიგი, რომელიც ჩვენ 2020-ში გვაქვს, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს პარტნიორობას“-განაცხადა მინისტრმა.