ზვიად ზვიადაძე ახალგორიდან დევნილი ლეილა ოვაშვილის ოჯახს ესტუმრა

3 მარტი 2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე წეროვანის დევნილთა დასახლებაში, ახალგორის რაიონიდან დევნილ ლეილა ოვაშვილის ოჯახს ესტუმრა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით დედის დღე, 3 მარტი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ლეილა ოვაშვილი 35 წელია პედაგოგია, მისი ცხოვრების საუკეთესო წლებიც და უმძიმესი ტრაგედიაც ოკუპირებულ ახალგორს უკავშირდება. 2009 წლამდე ოკუპირებული ახალგორის N2 საჯარო სკოლაში მოღვაწეობდა და სხვადასხვა დროს ასწავლიდა ხაზვას, შრომას და სახვით ხელოვნებას, პარალელურად მუშაობდა ახალგორის N1 და ბაზუანის საშუალო სკოლებში. 76 წლის პედაგოგმა 2019 წელს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა და ამჟამად წეროვანის N3 საჯარო სკოლაში ხელოვნების საგანს ასწავლის.

ზვიად ზვიადაძემ და ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა ხანდაზმულ პედაგოგს სამშობლოსთვის ერთგულად მსახურებისთვის მადლობა გადაუხადეს და მშობლიურ კუთხეში მალე დაბრუნება უსურვეს.