ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს

21 მარტი 2020

საქართველოს აზერბაიჯანელი მოქალაქეები გაზაფხულის ბუნიაობის დღეს, 21 მარტს ახალი წლის შემობრძანებას, ანუ ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.

"გულითადად გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს! გისურვებთ, რომ ნოვრუზ ბაირამი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობის, ბედნიერებისა და წარმატებების მომტანი. ჩვენი ქვეყნის ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნება მისი უმთავრესი სიმდიდრეა, ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ მას, სწორედ ეს მრავალფეროვნება გვაძლიერებს და გვაერთიანებს.

დღეს იმ რთული ვითარების ფონზე, რომელსაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ქმნის მსოფლიოში, თითოეულს ჯანმრთელობას გისურვებთ და მჯერა, რომ ამ გამოწვევას ერთობლივით ძალისხმევით და სოლიდარობით აუცილებლად დავძლევთ. დაე, ამ დღეს მშვიდობა, სიკეთე და სიხარული მოეტანოს ყველასთვის, ჩვენი სამშობლოსათვის.“

21 მარტს საქართველოს აზერბაიჯანელი მოქალაქეები ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ. დღესასწაული ახალი წლისა და გაზაფხულის დადგომის მომასწავებელია.