შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მიმართავს (Հայերենով նայեք ներքևում)

23 მარტი 2020

Հայերենով նայեք ներքևում

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მიმართავს:

"ძვირფასო თანამოქალაქეებო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებო, მინდა მხარდაჭერა გამოვხატო თქვენს მიმართ და მოგმართოთ თხოვნით. გამოვიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება და შევასრულოთ კორონავირუსის პრევენციისა და თვითიზოლაციის პირობების შესახებ წარმოდგენილი რეკომენდაციები და მოთხოვნები, ასევე დავიცვათ კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, რისი შესრულებაც არის თითოეული ჩვენგანის ვალდებულება ჩვენი ოჯახებისა და ახლობლების, საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. ჩვენ ერთად ვართ ამ ძალისხმევაში და მჯერა, რომ ჩვენი მაღალი მოქალაქეობრივიპასუხისმგებლობით, თანადგომით და ურთიერთდახმარებით გადავლახავთ ამ გამოწვევას.

რეკომენდაციების შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდის www.stopCoV.ge სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდის www.smr.gov.ge და სოციალური ქსელების მეშვეობით, ამოქმედებულია 112-ის საინფორმაციო სამსახურის ცხელი ხაზი, ასევე, კვლავ მოგაწვდით ბეჭდურ საინფორმაციო მასალებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!“

 

Հաշտեցման և քաղաքացիական հավասարության հարցերով պետական նախարար Քեթեվան Ցիխելաշվիլին դիմում է Մառնեուլիի և Բոլնիսիի բնակիչներին։

Սիրելի համաքաղաքացիներ; Մառնեուլիի և Բոլնիսիի բնակիչներ; ուզում եմ իմ աջակցությունը ցուցաբերել ձեզ և դիմել խնդրանքով;
Ցուցաբերեք առավելագույն ուշադրություն և կատարեք կորոնավիրուսի ինքնամեկուսացման խորհուրդները և պահանջները։ այս ամենի կատարումը մեր բոլորիս պարտականությունն է մեր ընտանիքների և մտերիմների հասարակության և հայրենիքի դիմաց։ Մենք միասին ենք այս կարևոր պահին

Լրիվ տեղեկությունը հասանելի է նախարարության կողմից ստեղծված հատուկ կայք էջում www.stopCov.ge., իսկ www.smr gov.ge և սոցիալական կայքերի միջոցով ստեղծված է 112 ֊ի տեղեկատվական աշխատանքի թեժ գիծը; նաև կրկին տրամադրում ենք տպման համար տեղեկատվական նյութեր։


Ցանկանում ենք առողջություն