კორონავირუსთან დაკავშირებული მასალები აზერბაიჯანულ და სომხურენოვან ენებზე უკვე გავრცელდა მარნეულის, ბოლნისის, რუსთავის, გარდაბანის, თეთრიწყაროს, წალკას, დმანისის, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ასპინძის, ადიგენის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სოფლებში გასავრცელებლად, აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი ფლაერები და პოსტერები დღეს მარნეულის ბლოკ-პოსტთან ჩაიტანა. მასალები სომხურად და აზერბაიჯანულად მოიცავს კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციებს, წესებს, რეკომენდაციებსა და შეზღუდვებს. მხოლოდ დღეს, საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით დაიბეჭდა და დარიგდა აზერბაიჯანულენოვანი 32 000 ფლაერი და 1200 პოსტერი და სომხურენოვანი 16000 ფლაერი და 600 პოსტერი.
ასევე, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ინფორმაციის გავრცელება აქტიურად მიმდინარეობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ყველა რეგიონში. დღეს ნინოწმინდაში გაიგზავნა სომხურენოვანი 16000 ფლაერი- და 600 პოსტერი.
ამჟამად განმეორებით იბეჭდება ბროშურები/პოსტერები, რომელიც უახლოეს პერიოდში დამატებით მიეწოდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებულ ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწობის საკითხებში საქართელოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის სხვადასხვა შესაძლო საშუალებებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. ითარგმნა ვიდეო-რგოლები. შეგახსენებთ, რომ გუშინ სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, ქვემო ქართლის რწმუნებულს შოთა რეხვიაშვილს და მარნეულის მერს ზაურ დარგალს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასავრცელებლად მარნეულის ბლოკ-პოსტთან გადასცა 2000-2000 ეგზემპლარი სოხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთების „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“ სპეციალური გამოცემები საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის წესების შესახებ. ასევე ჩვეულებრივი საგაზეთო გამოცემები კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციებისა და წესების შესახებ.
ინფორმაციისთვის, უკვე ამოქმედებულია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ვებ-გვერდის
www.StopCoV.ge - ს აზერბაიჯანულენოვანი ვერსია და რამდენიმე დღეში საიტი ამოქმედდება სომხურ ენაზეც.