Aşağıda azərbaycan dilində baxın
მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. კარანტინი 31 მარტის 08:00 საათიდან ამოქმედდა.
კარანტინი ნიშნავს შემდეგს:
- სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის.
- დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.
- ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით.
- იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია.
- ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული. ასევე, რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება.
- აკრძალულია 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
- იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მიმართ ვალდებულება აქვს, რომ დაეხმაროს ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.
- ყველაზე მნიშვნელოვანი - საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ, ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.
- პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, პირთა გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყო საკონტროლო პუნქტები - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. ახალციხეში, ქ. თელავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდსა და ქ. გორში. ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები.
- ძალზედ მნიშვნელოვანი პუნქტი - ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის, მათ შორის, თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 15000 ლარით.
პირის მიერ იმავე ქმედებების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
გთხოვთ დაიცვათ წესები! დარჩით სახლში!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
Hökumət fövqəladə vəziyyət çərçivəsində tədbirləri sərtləşdirmək qərarına gəldi. Karantin martın 31-i saat 08:00-dan etibarən qüvvəyə mindi
Karantinə aşağıdakılar daxildir:
- Həm şəhər daxilində, həm də bələdiyyələr arasında hər hansı bir ictimai nəqliyyat növündə (metro da daxil olmaqla) hərəkət etmək tamamilə qadağandır
- Yalnız minik avtomobillərinə (taksilər də daxil olmaqla) Səhiyyə Nazirliyinin tövsiyəsi verildikdə və avtomobildə sürücüdən başqa, arxa oturacaqda iki nəfər sərnişin oturmağa icazə verilir. Bu, vacib bir tövsiyələri yerinə yetirməyənlərə müvafiq dövlət orqanları qərarlar qəbul edəcək
- Sərnişinlər yalnız strateji əhəmiyyətə malik olduqda təhlükəsiz şəkildə daşınacaq
- Ərzaq və aptek mağazalarında 3 metrdən çox adamın toplaşması qadağandır, burada 2 metr sosial məsafəni saxlamaq məcburi
- Lakin, hökumət tərəfindən icazə verilən müəssisələrin fəaliyyətini tənzimləyən qaydalar ayrıca bildiriləcək və bu Səhiyyə Nazirliyi ilə razılaşdırılmış ayrıca protokollarda qeyd olunacaq. Biz bunu iqtisadiyyatımızın fəaliyyətinin davam etdirməsi və Gürcüstan iqtisadiyyatının potensialının tam dayandırılmaması üçün edirik. Əlbətdə ki, bunu vətəndaşlarımızın işlərini mümkün qədər qorumaları üçün həyata keçiriri
- 70 yaşdan yuxarı vətəndaşlarımızın ən yaxın ərzaq mağazasına, ən yaxın aptekə və ya ən yaxın tibb müəssisəsinə getməsi qadağandır
- 70 yaşdan yuxarı vətəndaşlarımız tənha olduqda, İqtisadiyyat və Səhiyyə nazirliklərinə, eləcə də yerli bələdiyyələrə kömək üçün müraciət etməlidirlər
- Şəhərdə və ölkə daxilində 21:00-dan axşam 06:00-a qədər evdən çıxmaq qadağandır. 21:00-dan səhər 06:00-dək komendant saatı elan edilib
- İnsanların hərəkətini və sağlamlığını nəzarət etmək, şəxslərin hərəkətinə nəzarət etmək və fövqəladə vəziyyət rejimini sərtləşdirmək və bu şərtləri yerinə yetirmək, həmçinin ilkin termo-yoxlama üçün yoxlama məntəqələri təşkil ediləcəkdir. Bu, Tiflisdə, Batumidə, Kutaisidə, Rustavidə, Potidə, Zugdididə, Qoridə, Telavi və Axalçixe şəhərlərin sərhədlərinə nəzarət ediləcək. Bu tədbir Daxili İşlər Nazirliyi tərəfindən həyata keçiriləcək və müvafiq DİN qurumları cəlb olunacaq.
- Çox vacib məqam - İstənilən vaxt şəhərə hərəkət edərkən hər bir vətəndaşın şəxsiyyət vəsiqəsi olmalıdır
- Fiziki şəxs, izolyasiya və karantin daxil olmaqla, fövqəladə vəziyyət rejimini pozduğuna görə 3000 lari, hüquqi şəxs üçün isə 15000 lari, cərimə ediləcəkdir. Bir insanın eyni hərəkətlərlə təkrarlanması cinayət məsuliyyətinə səbəb olur, xüsusən 3 ilə qədər həbs cəzası gözlənilir! Xahiş edirik qaydalara əməl edin! Evdə qalın! Sizə can sağlığı arzulayırıq!