მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. კარანტინი 31 მარტის 08:00 საათიდან ამოქმედდა. Մենք մտածում ենք ձեր մասին։ Մնա տանը

31 მარტი 2020

მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. კარანტინი 31 მარტის  08:00 საათიდან ამოქმედდა.

კარანტინი ნიშნავს შემდეგს:

  1. სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის.
  2. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.
  3. ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით.
  4. იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია.
  5. ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული. ასევე, რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება.
  6. აკრძალულია 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
  7. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მიმართ ვალდებულება აქვს, რომ დაეხმაროს ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.
  8. ყველაზე მნიშვნელოვანი - საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ, ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.
  9. პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, პირთა გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყო საკონტროლო პუნქტები - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. ახალციხეში, ქ. თელავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდსა და ქ. გორში. ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები.
  10. ძალზედ მნიშვნელოვანი პუნქტი - ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  11. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის, მათ შორის, თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 15000 ლარით.

პირის მიერ იმავე ქმედებების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

გთხოვთ დაიცვათ წესები! დარჩით სახლში!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

Կառավարությունը Արտակարգ դրության շրջանակներում ընդունեց սահմանափակումների խստացման որոշում։ Կարանտինը գործում է 31.03.2020 առավոտյան ժամը 08։00-ից

Սույն կարանտինը նշանակում է

  1. Լրիիվությամբ արգելվում է ցանկացած հանրային տրանսպորտով (այդ թվում մետրոյով) տեղաշարժը, ինչպես քաղաքներում և մունիցիպալիտետներում, այդպես էլ՝ քաղաքների միջև
  2. Երթևեկությունը թույլատրելի է միայն մարդատար մեքենաներով (այդ թվում տաքսիով), միայն այն դեպքում, եթե հաշվի են առնվում առողջապահության նախարարության հանձնարարականները և մեքենայի մեջ կլինի միայն 3 մարդ, այդ թվում, միայն և միայն այն դեպքում, եթե երկու մարդ նստած կլինեն հետևի նստատեղին։ Սա բավականին կարևոր հանձնարարական է, որի անտեսման դեպքում համապատասխան պետական մարմինները կընդունեն համապատասխան որոշում
  3. Նաև, ուղևորափոխադրումը թույլատրելի է միայն ռազմավարական նշանակություն ունեցող օբյեկտների աշխատողների համար՝կազմակերպված և անվտանգ փոխադրման նպատակով
  4. Արգելվում է ավելի քան 3 անձի հավաքը, բացի պարենային խանութներից և դեղատներից, որտեղ պարտադիր է պահպանել 2 մետրանոց սոցիալական հեռավորություն
  5. Միաժամանակ, կառավարության կողմից թույլատրված ձեռնարկություններում աշխատանքի կարգը կսահմանվի առանձին և կունենա առանձին, առողջապահության նախարարության հետ համաձայնեցված կանոնակարգ: Մենք դա անում ենք, որպեսզի էկոնոմիկան շարունակի գործունեությունը և, որ Վրաստանի տնտեսական ներուժը լիովին դադարեցված չլինի: Նաև, իհարկե այն պատճառով, որ մեր քաղաքացիները առավելագույնս պահպանեն իրենց աշխատատեղերը
  6. Արգելվում է 70 և ավելի տարեկան մեր քաղաքացիների տնից դուրս գալը, բացի այն դեպքերից, երբ նրանք գնում են մոտակա պարենայիին խանութ, մոտակա դեղատուն կամ մոտակա բժշկական հաստատություն
  7. Այն դեպքում, եթե 70 և ավելի տարեկան մեր քաղաքացիները միայնակ են, ապա էկոնոմիկայիի և առողջապահության նախարարությունները, ինչպես նաև տեղական ինքնակառավարման մարմինների աշխատակիցները պարտավոր են հոգալ նրանց մասին
  8. Ամենակարևորը՝ արտակարգ դրության ժամկետով փաստորեն հայտարարվում է համընդհանուր կարանտին: Ժամը 21:00-ից մինչև ժամը 06:00-ը արգելվում է ինչպես հետիոտների տեղաշարժը, այնպես էլ տրանսպորտային միջոցներով երթևեկությունը՝ քաղաքներում և ողջ երկրի մասշտաբով: Փաստորեն երկրի մասշտաբով, ժամը 21:00-ից մինչև ժամը 06:00-ն հայտարարվում է այսպես կոչված պարետային ժամ
  9. Մարդկանց տեղաշարժի վերահսկողության և նրանց առողջական վիճակի ստուգման նպատակով, անձանց տեղաշարժի վերահսկողության և արտակարգ դրության խստացված պայմանների և այդ պայմանների կատարման համար, ինչպես նաև նախնական ջերմաչափման համար, կկազմակերպվեն հատուկ վերահսկիչ կետեր ք.Թբիլիսիում, ք.Բաթումիում ք.Քութաիսիում, ք. Ռուսթավիում, ք.Փոթիում, ք.Զուգդիդիում և ք.Գորիում ք. Ախալցիխեում, ք. Թելավիում: Այդ քաղաքների վարչական սահմանները վերահսկելու նպատակով, միջոցառումը կիրականացնի Ներքին գործերի նախարարությունը և, միաժամանակ, ներգրավված կլինեն Պաշտպանության նախարարության համապատասխան գերատեսչությունները
  10. Խիստ կարևոր կետ՝ բոլոր քաղաքացները ցանկացած քաղաքում տեղաշարժվելու ժամանակ պետք է ունենան անձը հաստատող փաստաթուղթ
  11. Արտակարգ դրության կարգը ինչպես նաև ինքնամեկուսացման և կարանտինի խախտման համար սահմանված է վարչական պատասխանատվություն՝ ֆիզիկական անձանց համար՝ 3000 լարի տուգանք, իսկ իրավաբանական անձանց համար՝ 15 հազար: Նույն խախտումը կրկնելու դեպքում անձը կենթարկվի քրեական պատասխանատվության՝ մինչև երեք տարի ժամկետով ազատազրկման տեսքով. Ցանկանում ենք առողջություն։ Խնդրում ենք պահպանեք կանոնները՝ Մնացեք տանը