შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ყველა ასირიელ მოქალაქეს ხაბ-ნისანის დღესასწაულს ულოცავს:
„გულითადად გილოცავთ გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულს. გისურვებთ, რომ ეს დღე თითოეული თქვენგანისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ყოფილიყოს მშვიდობისა და ბედნიერების მომტანი. ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ეთნიკურ, რელიგიურ და კულტურულ მრავალფეროვნებას, სწორედ ეს მრავალფეროვნება გვაძლიერებს და გვაერთიანებს. დღეს იმ რთული ვითარების ფონზე, რომელსაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ქმნის მსოფლიოში, თითოეულს გისურვებთ ჯანმრთელობას და მჯერა, რომ ამ გამოწვევას ერთობლივი ძალისხმევით და სოლიდარობით აუცილებლად დავძლევთ. დაე, ამ დღეს მშვიდობა და სიხარული მოეტანოს ყველასთვის, ჩვენი სამშობლოსათვის“.
ხაბ-ნისანი ასირიელთა ახალი წლის დადგომის მაუწყებელი ეროვნული დღესასწაულია, რომელსაც 1 აპრილს აღნიშნავენ.