სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდზე SMR.GOV.GE სპეციალური სვეტი/განყოფილება COVID-19 შეიქმნა

4 აპრილი 2020

ვებ-გვერდზე სპეციალურად შექმნილ COVID-19-ის განყოფილებაში კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია, შეზღუდვები, წესები, და რეკომენდაციები ხელმისაწვდომია ქართულ, აფხაზურ, ოსურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის და ეთნიკური უმცირესობებისთვის, რომლებიც არ ფლობენ სახელმწიფო ენას, კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციები ასევე აპარატის სოციალური ქსელის ოფიციალური გვერდის საშუალებითაც ვრცელდება.

კარანტინის წესებისა და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ საინფორმაციო მასალების გავრცელება ხდება როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე 320 000 ნაბეჭდი მასალა (ფლაერი, პოსტერი) უკვე დარიგდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში: ლაგოდეხის, თელავის, საგარეჯოს, მარნეულის, ბოლნისის, რუსთავის, გარდაბანის, თეთრიწყაროს, წალკის, დმანისის, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ასპინძის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.

ამოქმედებულია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ვებ-გვერდის StopCoV.ge-ს აზერბაიჯანულენოვანი ვერსია და რამდენიმე დღეში საიტი ამოქმედდება სომხურ ენაზეც. ასევე, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, შექმნილია 144 - ცხელი ხაზი, რომელიც სრულ კოორდინაციას უწევს ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც საგანგებო მდგომარეობას ეხება.