საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები

4 აპრილი 2020
Պատասխաններ հաճախակի տրվող հարցերին Վրաստանում արտակարգ դրության սահմանափակումների և թույլտվությունների վերաբերյալ.
Մենք մտածում ենք ձեր մասին։Մնա տանը
 
1. რა შემთხვევაშია ავტომობილით გადაადგილება ნებადართული?

ნებადართულია მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის 2 უნდა იჯდეს უკანა სავარძელზე. ამასთან, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით.

2. როგორ შეიძლება მანქანით 3-ზე მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახის ქალაქგარეთ გაყვანა?

მსუბუქი ავტომობილით მხოლოდ 3 პირის მგზავრობაა დასაშვები. ეს შეზღუდვა ეხება ოჯახის წევრებსაც, მათ შორის - ბავშვებს.

3. რა შემთხვევაშია ნებადართული საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრება?

3-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა შესაძლებელია მხოლოდ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განხორციელებისას. მათ შორის, სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული საქონლის/პროდუქტის რეალიზაციისას, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.

ეს შეზღუდვა არ ეხება: სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას, მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით; ასევე, სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

4. როდის შეუძლია 70 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეს სახლიდან გასვლა?

70 წელს ზემოთ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, თუ ისინი მიდიან სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული პროდუქტის შესაძენად. ასევე, ისეთი სამედიცინო მომსახურების მისაღებად, რომელსაც სახლიდან გაუსვლელად ვერ მიიღებენ.

ეს შეზღუდვა არ ეხებათ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს.

5. თუ 70 წელს გადაცილებული მარტოხელაა?

იმ შემთხვევაში თუ, 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, მათ დაეხმარება ეკონომიკის სამინისტრო (საქართველოს ფოსტა) და ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე - 144.

6 რას ნიშნავს სრული კარანტინი - . „კომენდანტის საათი“?

მთელი ქვეყნის მასშტაბით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.

7. როდის და ვისთვისაა აუცილებელი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ტარება?

ნებისმიერ ფიზიკურ პირს, ნებისმიერ დროს გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

8. იმ შემთხვევაში თუ არ მაქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა?

ასეთ შემთხვევაში იქონიეთ ნებისმიერი სხვა დოკუმენტი რომლითაც შესაძლებელია თქვენი პიროვნების იდენტიფიცირება. მაგალითად, მართვის მოწმობა.

9. იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანი დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმსვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

16 წლამდე ასაკის პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება მის მშობელს ან ბავშვის სხვა კანონიერ წარმომადგენელს.

10. კომენდანტის საათის დროს შემიძლია შინაური ცხოველის გასეირნება?

კომენდანტის საათის დროს აკრძალულია გადაადგილება.

11. საღამოს 9 საათის შემდეგ იმუშავებს თუ არა სურსათის მაღაზიებიაფთიაქები?

9 საათის შემდეგ იმუშავებს მხოლოდ აფთიაქი, რომლით სარგებლობა შეეძლებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილების უფლება (მაგალითად პოლიციელები, ექიმები და სხვა პირები, რომლებსაც აქვთ გადაადგილების ნებართვა მათი საქმიანობიდან გამომდინარე).

12. მაქვს ეკონომიკური საქმიანობის უფლებათანამშრომლები სამსახურში როგორ ვატარო?

თანამშრომლების ტრანსპორტირება სახლიდან და უკან უნდა უზრუნველყოთ თავად, მიკროავტობუსის, ავტობუსის მეშვეობით, რომლებზეც არ ვრცელდება 3 კაციანი შეზღუდვა. ტრანსპორტირების შესახებ თანხმობა უნდა აიღოთ მუნიციპალიტეტებიდან. აღნიშნული არ ეხება თანამშრომლების გადაყვანას მსუბუქი ავტომანქანებით, რაზეც ვრცელდება 3 კაციანი შეზღუდვა.

13. ტაქსისტი ვარშემიძლია თუ არა განვაგრძო საქმიანობა?

დიახ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი - თქვენს გარდა, ორი ადამიანი უნდა მგზავრობდეს უკანა სავარძელზე. ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება.

14. ითვლება თუ არა ბავშვი 3 კაციან შეზღუდვაში?
დიახ.

15. მაქვს თუ არა ეკონომიკური საქმიანობის უფლება?

იზღუდება ყველა საქმიანობა, გარდა:

სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;

სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;

წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;

კომერციული ბანკების საქმიანობისა;

იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;

საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;

ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;

საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;

სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;

მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;

საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);

კერძო დაცვითი საქმიანობისა;

საადვოკატო საქმიანობისა;

ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;

პრესის ჯიხურებისა.

ზემოაღნიშნულის გარდა, მთავრობის დადგენილებით პერიოდულად განისაზღვრება დამატებითი ეკონომიკური საქმიანობები, რომელთა განხორციელებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს. ყველა ცვლილება ქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეს ყველასათვის ხელმისაწვდომ ბმულზე - https://matsne.gov.ge/ka/document/search…

ყველა ასეთი საგამონაკლისო საქმიანობა უნდა განხორციელდეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მკაცრი დაცვით.

16. ოჯახში სამზე მეტი პირი ვცხოვრობთვარღვევთ თუ არა ამ დადგენილების მოთხოვნას?

რა თქმა უნდა, არა.

17. ვრცელდება თუ არა 3 კაციანი შეზღუდვა მიკროავტობუსებსა და ავტობუსებზე?

მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.

დაშვებულია იმ შემთხვევაში თუ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ნებადართული საქმიანობის განმახორციელებელი კომპანია თავად უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას სახლიდან და უკან, მიკროავტობუსის/ავტობუსის მეშვეობით. ამასთან, ასეთმა კომპანიებმა ტრანსპორტირების შესახებ თანხმობა უნდა აიღონ მუნიციპალიტეტებიდან.

18. საქმიანობა უჩერდებათ თუ არა სავალუტო ჯიხურებს და ლომბარდებს?

დიახ, უჩერდებათ.

 

ინფორმაცია განახლებადია! 

_____________________________________________

Պատասխաններ հաճախակի տրվող հարցերին Վրաստանում արտակարգ դրության սահմանափակումների և թույլտվությունների վերաբերյալ.

1. Ո՞ր դեպքում է թույլատրվում մեքենա վարելը:?

Ուղևորատար ավտոմեքենաներին (ներառյալ տաքսիները) թույլատրվում է ճանապարհորդել, եթե փոխադրամիջոցում կա ընդամենը 3 մարդ, այդ թվում `2-ը` հետևի նստատեղում: Այնուամենայնիվ, արգելվում է երեկոյան 9ից մինչև առավոտյան 6-ը տեղաշարժվել ինչպես ոտքով, այնպես էլ տրանսպորտային միջոցներով:

2. Ինչպե՞ս կարող է ավելի քան 3 անդամ ունեցող  ընտանիքը  մեքենայով ուղևորվի քաղաքից դուրս?

Միայն 3 անձի է թույլատրվում մեքենայով երթևեկել: Այս սահմանափակումը վերաբերում է ընտանիքի անդամներին, ներառյալ երեխաներին:

3. Ո՞ր դեպքում է թույլատրվում ավելի քան 3 անձ գտնվել հասարակական վայրում?

Ավելի քան 3 ֆիզիկական անձանց հավաքումը  միայն թույլատրելի է տնտեսական գործունեության ընթացքում: Ներառյալ   համապատասխան սննդի և բժշկական  դեղագործական ապրանքների  վաճառքի ժամանակ․ ՝ պահպանել Առողջապահության նախարարության կողմից տրված առաջարկությունը  առնվազն 2 մետր սոցիալական հեռավորություն: Առողջապահության նախարարության առաջարկությունների համաձայն                                                                                                                                                                                             Այս սահմանափակումը չի տարածվում. Բժշկական հաստատություններում, հասարակական հաստատություններում, պաշտպանության ուժերում, հատուկ քրեակատարողական հիմնարկներում, իրավապահ մարմիններում; Անձանց հավաքվելը `նրանց վստահված գործառույթների կատարման ժամանակ. Նաև ՝ շինարարական-ենթակառուցվածքային աշխատանքներ կատարելու ժամանակ;

4. Ե՞րբ կարող է 70 տարեկանից բարձր քաղաքացին տանից դուրս գալ?

70-ից բարձր քաղաքացիները կարող են դուրս գալ  տանից  միայն այն դեպքում, եթե գնում են սնունդ և բժշկական / դեղագործական ապրանքներ գնելու: Նաև բուժօգնություն ստանալու  համար, որը նրանք չեն կարող ստանալ առանց տնից դուրս գալու:

Այս սահմանափակումը չի վերաբերվուն  բժշկական անձնակազմի վրա:

5. Եթե 7օտարեկան և բարձր քաղաքացին միայնակ է?

Եթե 70 տարեկանից բարձր քաղաքացիները միայնակ լինեն, նրանց կօգնեն Էկոնոմիկայի նախարարությունը (Վրաստանի փոստը) և Առողջապահության նախարարությունը, ինչպես նաև տեղական ինքնակառավարման մարմինները: Այդ դեպքում քաղաքացիները պետք է զանգահարեն թեժ գիծ `144:

6. Ի՞նչ է նշանակում լիարժեք կարանտին `այսպես կոչված« պարետային ժամ ?

Ամբողջ երկրի տարածքով արգելվում է ճանապարհորդելը ՝ երեկոյան 9-ից առավօտյան 6-ը,ինչպես  հետիոտների այնպես էլ տրանսպորտային միջոցների տեղաշարժը։

7. Ե՞րբ և ում համար է անհրաժեշտ անձնագիր ունենալ?

Ցանկացած ֆիզիկական անձ, ցանկացած պահի, պետք է ունենա ինքնության փաստաթուղթ:

8. Եթե անձնագիր չունեմ?

Այդ դեպքում պետք է ունենաք որևէ այլ փաստաթղթեր, որոնք կարող են հաստատել ձեր անձը ; Օրինակ ՝ վարորդական իրավունք:

9. Եթե անչափահասը խախտում է արտակարգ դրության կարգը, ո՞վ է պատասխանատու

Մինչև 16 տարեկան անձի կողմից արտակարգ դրության խախտման համար պատասխանատու է երեխայի ծնողը կամ երեխայի այլ օրինական ներկայացուցիչը:

10. Կարո՞ղ եմ ընտանի կենդանուն զբոսանքի տանել պարետային ժամի ընթացքում?

Արգելվում է պարետային ժամի ընթացքում  շրջել:

11.  Երեկոյան 9-ից հետո կգործեն թե ոչ մթերային խանութները և դեղատները?

 ժամը 9ից հետո կգործի միայն դեղատունը, որը հասանելի կլինի միայն նրանց, ում թույլատրվում է տեղափոխվել երեկոյան 9-ից առավոտյան 6-ը (օրինակ, ոստիկանության ծառայողներին, և բժիշկներին;

12.  ՈՒնեմ տնտեսական գործունեության իրավունք  ինչպես  պիտի իմ աշխատողներին տանեմ աշխատանքայն վայր?

Աշխատակիցներին տնից աշխատանքի և հետ տուն բերելը դուք պետք է ապահովեք   միկրոավտոբուսով կամ ավտոբուսով, որոնց վրա չի գործում 3 անձի սահմանափակումը: Աշխատակիցների  ավտոբուսով կամ միկրոավտոբուսով   տեղափոխման համար թույլտվությունը պետք է ստանաք  քաղաքապետարաններից:

13. Ես տաքսիստ եմ, կարո՞ղ եմ թե ոչ շարունակել  իմ գործը?

Այո, միայն այն դեպքում, եթե մեքենայում կա ընդամենը 3 մարդ, - բացի ձեզանից, երկու մարդ ստիպված է ճանապարհորդել հետևի նստատեղին:  Երեկոյան 9:00-ից առավոտյան 6 : 00-ն  ամբողջ երկրում արգելված է տեղաշարժը;

14. Մտնում է թե ոչ երեխան 3 հոգանոց սահմանափակման  մեջ?

Այո

15. Ւրավունք ունե՞մ  թե ոչ  տնտեսական գործունեությանբ զբաղվելու?

Բոլոր գործողությունները սահմանափակված են, բացառությամբ.

Բուժհաստատության գործունեությունը.

Սննդամթերքի / կենդանական կերերի, կենդանական և բուսական արտադրանքների, անասնաբուժական դեղամիջոցների , թունաքիմիկատների և ագրոքիմիկատների, սերմերի, ինչպես նաև դրանց արտադրության, պահեստի, մեծածախ առևտրի և բաշխման, սննդի փաթեթավորման նյութերի / բեռնարկղերի մանրածախ և մեծածախ վաճառքը;

ջրաղացների, հացաբուլկեղենի, կաթի վերամշակման և վերամշակող ձեռնարկությունների գործունեությունը

Էլեկտրաէներգիայի, բնական գազի, ջրի արտադրության / փոխանցման / բաշխման / մատակարարման, բենզինի, դիզելային, հեղուկացված գազի, ինչպես նաև հեռահաղորդակցման, փոստային և թափոնների կառավարման ծառայություններ.

Առևտրային բանկային գործունեություն.

Ինքնասպասարկման կրպակների միջոցով ծառայություններ մատուցողների և նրանց գործակալների գործունեությունը.

Վճարային համակարգի օպերատորների գործունեությունը

Բանկոմատների, ինքնասպասարկման կրպակների և փոստային տերմինալների շահագործման անհրաժեշտ գործողություններ.

Միկրոֆինանսական կազմակերպությունների գործունեությունը.

Բանկային / ֆինանսական ապրանքների / ծառայությունների առաքում / իրականացում հեռավոր ուղիներով.

Բժշկական իրերի, դեղագործական ապրանքների արտադրություն / բաշխում / վաճառք.

Գյուղատնտեսական գործունեություն և անասնապահության / թռչնաբուծության հետ կապված գործողություններ.

Ավտոմեքենաների սպասարկում `տաքսիով (Մ 1 կարգի).

Սննդի առաքման ծառայություն (այսպես կոչված «Առաքման ծառայություն»);

Անհատական անվտանգության գործողություններ.

Փաստաբանների աշխատանք;

Ավտոմեքենաների տեխնիկական ծառայություններով զբաղվողների աշխատանքը;

Մամուլի տաղավարներ:

Բացի վերը նշվածից, Կառավարության որոշմամբ պարբերաբար սահմանվում են լրացուցիչ տնտեսական գործողություններ, որոնք կարևոր են արտակարգ դրության համար: Բոլոր փոփոխությունները տեղադրված են օրենսդիր  Մացնեի կայք էջում հետևյալ հասցեով՝ https://matsne.gov.ge/am/document/search…

Բոլոր այդպիսի գործողությունները պետք է իրականացվեն Առողջապահության նախարարության առաջարկությունների խստագույն պահպանմամբ:

16. Մենք ապրում ենք ավելի քան երեք հոգանոց ընտանիքում,  խախտո՞ւմ ենք թե ոչ այդ որոշման կանոնները?

Իհարկե ոչ:

17. Արդյո՞ք 3 հոգանոց սահմանափակումը տարածվում է միկրոավտոբուսների և ավտոբուսների վրա?

Ամբողջ երկրում երթևեկությունը դադարեցվում է:

Թույլատրելի է, եթե արտակարգ դրության ժամանակ թույլատրված գործունեություն իրականացնող ընկերությունը նախատեսում է աշխատակիցներին տանից աշխատանքի  և  հետ տուն տեղափոխել  միկրոավտոբուսովի և ավտոբուսի միջոցով:  Այդպիսի ընկերությունները պետք է տրանսպորտային համաձայնություն ստանան քաղաքապետարաններից:

18. Արդյո՞ք կանգնեցվում է թե ոչ տարադրամի փոխանակման կետերի և գրավատների  աշխատանքը?

Այո,  դադարեցված  են:

Տեղեկատվությունը թարմացված է: