შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მოქალაქეებს, რომლებიც დღეს მაცხოვრის აღდგომას აღნიშნავენ, დღესასწაულს ულოცავს

12 აპრილი 2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მოქალაქეებს, რომლებიც დღეს მაცხოვრის აღდგომას აღნიშნავენ, დღესასწაულს ულოცავს:
 
"დღეს განსაკუთრებულად სასიხარულო დღეა, რადგანაც სომეხთა სამოციქულო წმინდა, კათოლიკური და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიები აღდგომას ზეიმობენ. მინდა ყველას მოგილოცოთ ეს ბრწყინვალე დღე. გისურვებთ მშვიდობას, წარმატებასა და კეთილდღეობას.
 
"ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა ეთნოსის და რელიგიის წარმომადგენლები მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ და ეს არის ჩვენი სიმდიდრე და სიძლიერე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს სანიმუშო ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და განმტკიცდება.
 
"კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, თითოეულ თქვენგანს გისურვებთ ჯანმრთელობას და მჯერა, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ერთობლივი ძალისხმევით და სოლიდარობით აუცილებლად დავძლევთ და ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერი, ერთიანი და წარმატებული იქნება“ - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.