ქეთევან ციხელაშვილმა ირაკლი ბერაიასთან და საპარლამეტნო ურამვლესობის წევრებთან ოკუპირებულ რეგიონებში ეპიდემიოლოგიური ვითარების  შესახებ დისტანციური შეხვედრა გამართა

16 აპრილი 2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიასთან და საპარლამეტნო ურამვლესობის წევრებთან ოკუპირებულ რეგიონებში ეპიდემიოლოგიური ვითარების და მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ დისტანციური შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე დეპუტატებმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, აფაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, ამ რეგიონების ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს და საქართველს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგელებს მოუსმინეს. დეტალურად იქნა განხილური აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეპიდემიულოგიური მდგომარეობა, ადგილზე არსებული მწირი სამედიცინო შესაძლებლობები და მოსახლეობის დასახმარებლად გადადგმული ნაბიჯები.
 
განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს ხელისუფლების კონრტოლირებად ტერიტორიაზე, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის COVID-19-ის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისიებების განხილვას.