ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

1 მაისი 2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა და ბოლო პერიოდში განხორციელებული ბორდერიზაციის შემდეგ ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
 
მინისტრი სოფელ ტახტისძირში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან და ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა გულიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
 
ქეთევან ციხელაშვილი ტახტისძირის მოსახლეობას შეხვდა, კიდევ ერთხელ მხარდაჭერა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან გაგრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის დახმარება.