ქეთევან ციხელაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ადამიანის უფლებათა საკითხებში ლელა აქიაშვილთან და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან შალვა კერესელიძესთან ერთად სოფელ ოძისში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა.
გამყოფ ხაზთან დუშეთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ. პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარება საერთაშორისო პარტნიორებისა და კერძო კომპანიების ჩართულობით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და მსგავსი კალათები გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფლის სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს კარდაკარ დაურიგდებათ.