შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში გამყოფ ხაზთან მცხოვრებ 402 ოჯახს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცა
სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად სოფელ მეჯვრისხევში მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა. გამყოფ ხაზთან გორის, ქართლის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტეტების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან 402 ოჯახს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ.
პროექტი კომპანია „დუთი ფრი ჯორჯიას“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ადგილზე იმყოფებოდა კომპანიის დირექტორი ომერ სალურიც. ქეთევან ციხელაშვილმა და გიორგი ხოჯევანიშვილმა მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და საქართველოს ხელისუფლების მიერ COVID-19-ის პრევენციასთან დაკავშირებით გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მათ ინფორმაცია მიაწოდეს.
სახელმწიფო მინისტრის მხრიდან აღინიშნა, რომ აქტივობა არ არის ერთჯერადი ხასიათის და საბოლოო ჯამში დახმარებას საქართველოს ყველა რეგიონში გამყოფი ხაზის სოფლების სოციალურად დაუცველი თითოეული მრავალშვილიანი ოჯახი მიიღებს.