გამყოფ ხაზთან მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების პაკეტები გადაეცათ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ადამიანის უფლებათა საკითხებში ლელა აქიაშვილთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები მოინახულეს და მათ ტკბილეული, საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცეს.
ლია გიგაურმა და ლელა აქიაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან ერთად ოჯახების საჭიროებები მოისმინეს. გამყოფ ხაზთან ოჯახებს სტუმრობდა გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი ღასან ხალილიც. პროექტი UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და საბოლოო ჯამში შიდა ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.