შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა თამარ ქოჩორაძემ საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ემი კლენსსა და UNICEF-ის სოხუმის ოფისის ხელმძღვანელ უილიამ ჰენლონთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
მსოფლიო პანდემიის ფონზე, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ 19-ით გამოწვეული შედეგები განიხილეს. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების უფლებასა და ხელმისაწვდომობაზე. საუბრის ერთ-ერთი თემა ასევე აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში განათლებასთან დაკავშირებული UNICEF-ის მიმდინარე და სამომავლო პროექტები იყო. მხარეები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობასა და კოორდინაციაზე შეთანხმდნენ.
ქართულმა მხარემ ამ მიმართულებით გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობისა და ჩართულობის მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.