თამარ ქოჩორაძემ საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ემი კლენსსა და UNICEF-ის სოხუმის ოფისის ხელმძღვანელ უილიამ ჰენლონთან ონლაინ შეხვედრა გამართა

23 ივნისი 2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა თამარ ქოჩორაძემ საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ემი კლენსსა და UNICEF-ის სოხუმის ოფისის ხელმძღვანელ უილიამ ჰენლონთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

მსოფლიო პანდემიის ფონზე, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ 19-ით გამოწვეული შედეგები განიხილეს. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების უფლებასა და ხელმისაწვდომობაზე. საუბრის ერთ-ერთი თემა ასევე აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში განათლებასთან დაკავშირებული UNICEF-ის მიმდინარე და სამომავლო პროექტები იყო. მხარეები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობასა და კოორდინაციაზე შეთანხმდნენ.

ქართულმა მხარემ ამ მიმართულებით გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობისა და ჩართულობის მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.