კონკურსი გორის, კასპის, ხაშურის და ქარელის მუნიციპალიტეტებში გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისთვის - „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ ბიზნესი“
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, გორის, კასპის, ხაშურის და ქარელის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისთვის ტრენინგში „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ მონაწილეობის მისაღებად. სასწავლო კურსის მიზანია მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
სასწავლო/სატრენინგო კურსი მოიცავს ინტერაქტიულ ლექციებს, პრაქტიკულ დავალებებს, მათ შორის, პრეზენტაციის მომზადებას/წარდგენას.
ტრენინგ კურსის თემებია :
ტრენინგ კურსის ფორმატი ითვალისწინებს მონაწილეთა შეფასებას. კურსის ბოლოს გაიცემა სხვადასხვა კატეგორიის სერტიფიკატი. სერტიფიკატის ტიპი დამოკიდებულია მსმენელის დასწრებაზე, შუალედურ შეფასებებსა და საბოლოო პრეზენტაციაზე.
კურსის ხანგრძლივობა: 27 საათი
პერიოდი: 14-29 ივლისი, 2020 წელი
ტრენინგი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში
ტრენინგის სამუშაო ენა არის ქართული
კურსში მსმენელების რაოდენობა: 16
კურსში მონაწილეობა არის უფასო
კონკურსში მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმები:
გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითოთ კურსის დასახელება - „როგორ დავიწყოთ ბიზნესი“. რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: press@smr.gov.ge . დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით საკონტაქტო პირს: ლალი დევიძე - l.devidze@smr.gov.ge; ტელ: 577 52 77 99
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 9 ივლისი, 2020 წელი