ლია გიგაურმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ონლაინ დისტანციური შეხვედრა გამართა

30 ივლისი 2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლია გიგაურმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ონლაინ დისტანციური შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ იყო ორგანიზებული და მასში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და წითელი ჯვრის დელეგაციის ხელმძღვანელი სევერინ შაპა მონაწილეობდნენ.
 
დისტანციური შეხვედრის მთავარი თემა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ბედისა და ადგილ-სამყოფელის გარკვევა იყო. დამატებით ქალბატონმა სევერინმა ისაუბრა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძირითად პრიორიტეტებზე საქართველოში, მათ შორის მის როლზე, როგორც ნეიტრალური შუამავლის და ჰუმანიტარული მონაწილის, რომელიც გამყოფი ხაზის ყველა მხარეს ფუნქციონირებს.