დროშის დაშვების ცერემონია

7 აგვისტო 2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს დროშის დაშვების ცერემონიას დაესწრო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.