შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში იმყოფებოდა.
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ლელა აქიაშვილთან და სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა. ყარაჯალარში საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები 82 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა. დახმარების აქცია კორონავირუსის პანდემიის ფონზე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიოენებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
„სახელმწიფო მინისტრის აპარატი განაგრძობს საქართველოში მრცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერას, კოვიდ პანდემიით გამოწვეული ახალი საჭიროებების გათვალისწინებით. ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით სოფელ ყარაჯალარში, სადაც სულ ცოტახნისწინ დასრულდა კარანტინის რეჟიმი. დღეს გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩვენ 82 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადავცემთ საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათებს, რაც ვფიქრობთ, გარკვეული დროით შეამსუბუქებს მათ მდგომარეობას. გასული თვეების განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც კარდაკარ პრინციპით დარიგდა 600 000-ზე მეტი ნაბეჭდი საინფორმაციო მასალა, ამ პროცესში ჩართული იყვნენ და მხარს გვიჭერდნენ საერთაშორისო პარტნიორები და ადგილობრივი ხელისუფლება, რის გამოც მათ დიდ მადლობას ვუხდი“-განაცხადა თეა ახვლედიანმა.