ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისთვის

21 აგვისტო 2020
ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისთვის“-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გამყოფ ხაზთან უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილისთვის ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ უკანონოდ პატიმრობის შეფარდების შესახებ განაცხადა.
 
„საქართველოს მთავრობა რეგულარულ და ინტენსიურ ძალისხმევას ახორციელებს გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროვოკაციული და უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. სამწუხაროდ, დღეს გაჟღერდა და დადასტურდა ინფორმაცია უკანონო სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების თაობაზე ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით. ამგვარი ქმედებები ცალსახად უშლის ხელს ადგილზე სტაბილურობის განმტკიცებას და მშვიდობას და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო ჩართულობით, როგორც ხვიჩა მღებრიშვილის ასევე სხვა ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიზნით“