თეა ახვლედიანი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს როშ ჰაშანა-ს დღესასწაულს ულოცავს

18 სექტემბერი 2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს როშ ჰაშანას დღესასწაულს ულოცავს:

"გულითადად გილოცავთ როშ ჰაშანას, ახალი წლის დღესასწაულს.  ეს წელი ყოფილიყოს წარმატებისა და წინსვლის საწინდარი თითოეული თქვენგანისათვის და ჩვენი სამშობლოსთვის. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ამ მრავალფეროვნებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს საუკუნეების მანძილზე საქართველოში მცხოვრები ებრაელები თავისი გამორჩეული კულტურითა და ტრადიციებით. ვუერთდები ამ ღირშესანიშნავ დღესასწაულს, კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას, სიკეთესა და კეთილდღეობას“ - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ებრაული ახალი წელი იწყება სექტემბერში როშ ჰაშანას დღესასწაულით.  ახალი წლის წინა დღეს ებრაელები ერთმანეთს უგზავნიან მისალოც ბარათებს და საჩუქრებს, გაიღებენ შესაწირს გაჭირვებულთა დასახმარებლად. ებრაელები ტრადიციულად მიდიან  სალოცავში, ასევე მზადდება საზეიმო ვახშამი, რომელიც განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა.