საოკუპაციო ძალების მიერ 3 ივლისს უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია

25 სექტემბერი 2020
საოკუპაციო ძალების მიერ 3 ივლისს უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია
 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უწყებების და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის შედეგს.
 
„ნამდვილად მისასალმებელია და აღსანიშნავია დღევანდელი ფაქტი, რომ ხვიჩა მღებრიშვილი გათავისუფლდა უკანონო პატიმრობიდან. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს შესაბამისი უწყებების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ ერთობლივად გაწეული ძალისხმევის შედეგს. სამწუხაროდ, კვლავ რჩებიან უკანონო პატიმრობაში ჩვენი სხვა თანამოქალაქეებიც და ჩვენ განვაგრძობთ ამ მიმართულებით ძალისხმევას, რათა უახლოეს ხანში მათ შეძლონ ასევე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს“