27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

27 სექტემბერი 2020
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
 
მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, სოხუმის დაცემის დღე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილით სავსე მოსაგონარია საქართველოს უახლეს ისტორიულ განვითარებებს შორის, რაც უკავშირდება ათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის შეწყვეტილ სიცოცხლეს, ჩვენი ადგილობრივი დევნილების, ისევე როგორც იმით გაყოფილი ხალხის უმძიმეს ხვედრს.
 
მოგვიანებით, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, რუსლან აბაშიძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.