შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით და სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს სასწავლო/ტრენინგ-კურსში „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - საინვესტიციო წინადადების მომზადება და წარდგენა“ მონაწილეობის მისაღებად სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ქალებისთვის.
სასწავლო კურსის მიზანია მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ქალებს:
სასწავლო/სატრენინგო კურსი მოიცავს ინტერაქტიულ ლექციებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
ტრენინგ კურსის თემებია:
ტრენინგ -კურსის ფორმატი ითვალისწინებს მონაწილეთა შეფასებას.
კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი. სერტიფიკატის მიღება დამოკიდებულია მსმენელის დასწრებასა და საბოლოო პრეზენტაციაზე.
კურსის ხანგრძლივობა: 40 საათი
პერიოდი: 26 ოქტომბერი - 7 ნოემბერი
ტრენინგის სამუშაო ენა - ქართული
კურსში მონაწილეობას მიიღებს 16 მსმენელი
ტრენინგები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში
კურსში მონაწილეობა არის უფასო
კონკურსში მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი:
მეორე ეტაპი
შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას ონლაინ რეჟიმში
რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: press@smr.gov.ge
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: 577 527799 (ლალი დევიძე)
გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითოთ კურსის დასახელება - „როგორ დავიწყოთ ბიზნესი“.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი, 2020 წელი