სამეგრელოს გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ ობოლ და შშმ ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი წალენჯიხის სოფლებში, ჭალესა და ფოცხოეწერში იმყოფებოდა. თეა ახვლედიანი სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან მალხაზ თორიასთან ერთად ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ესტუმრა და მათ საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა. აღნიშნული დახმარების აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება და გამყოფი ხაზის 116-ვე სოფელში განხორციელდება.
„პანდემიის მეორე ტალღით შექმნილ საჭიროებებზე საპასუხოდ, გრძელდება სახელმწიფო მინისტრის აპარატის სოციალური აქცია, რომლის ფაგლებშიც ამჟამად ვიმყოფებით სამეგრელოს რეგიონში, სადაც გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის დახმარებით საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათებს ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გადავცემთ. აღსანიშნავია, რომ ეს აქცია არ არის ერთჯერადი და ჩვენ ასევე, ანალოგიურ დახმარებებს გავწევთ გამყოფი ხაზის სხვა რეგიონებში, ისევე როგორც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში. ჯამში, UNICEF-ის დახმარებით აღნიშნული კალათები გადაეცემა 1000-ზე მეტ ოჯახს“-განაცხადა სახლმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა