„პანდემიის გავრცელებისთანავე, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში დავიწყეთ კორონავირუსთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ორენოვანი - სახელმწიფო და მშობლიურ ენებზე - ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიები, რაც სხვადასხვა ალტერნატიული გზით განხორციელდა - მათ შორის, კარდაკარ პრინციპით დარიგდა ექვსასიათასამდე ბეჭდური საინფორმაციო მასალა, გავრცელდა სპეციალურად შექმნილი ვიდეორგოლები, გამოიცა სომხურ და აზერბაიჯანულ ენოვანი გაზეთების სპეციალური გამოშვებები ჯამურად 6000 ტირაჟით.
ამასთან, ამავე რეგიონებში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან და ბოშათა თემის ოჯახებს გადაეცათ საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები.
პანდემიის მეორე ტალღის საპასუხოდ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ორგანიზებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მშობლიურ ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომის ხელშეწყობის მიზნით დაიწყო 3-კომპონენტიანი საინფორმაციო კამპანია, რომელიც რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. კერძოდ:
კარდაკარ პრინციპით ვრცელდება 100 000-მდე ორენოვანი (ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე) ბროშურა;
სპეციალურად მომზადებული თანატოლგანმანათლებელი ახალგაზრდების მოხალისეთა ჯგუფი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებს მარტავს ეთნიკური უცმირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან;
სამთავრობო ცხელ ხაზზე - 144-1 დასაქმდნენ ორენოვანი ოპერატორები;
საკვები პროდუქტებისა და ჰიგინური საშუალებების კალათები გადაეცათ სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების დედ-მამით ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს“ - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.