თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორატის ნდობის აღდგენის ღონისძიებათა სამმართველოს უფროსთან ანა კაპელოსთან დისტანციური შეხვედრა გამართა

17 თებერვალი 2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორატის ნდობის აღდგენის ღონისძიებათა სამმართველოს უფროსთან ანა კაპელოსთან დისტანციური შეხვედრა გამართა.
 
მხარეებმა განიხილეს ნდობის აღდგენისკენ მიმართული ევროსაბჭოს მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ხელოვნურად გაყოფილი მოსახლეობის შერიგების პროცესში ევროპის საბჭოს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ანა კაპელოს ამ კუთხით გაწეული ძალისხმევისთვის.
 
ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ მდგომარეობაზე, ასევე სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების პროცესსა და ამ მიმართულებით არსებულ პრიორიტეტებზე.
 
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.